15 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
რა შეფასებები მოჰყვა თბილისში, პრემიერის გამოსვლას მსოფლიო კონსერვატორების ფორუმზე - ვინ როგორ გაიგო ღარიბაშვილის მთავარი გზავნილები

როგორ შეაფასეს თბილისში, ირაკლის ღარიბაშვილის 20 წუთიანი გამოსვლა ბუდაპეშტის ფორუმზე - ქართული ოპოზიციისთვის ვიქტორ ორბანთან სტუმრობა უკვე მიუღებელია.

"ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა სწორი აქცენტები გააკეთა და საქართველოს, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებებზე მდგარი ქვეყნის პოზიციონირება სწორ დროს მოახდინა.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი აქცენტები, რომლებიც ადამიანის უფლებებს, რწმენას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ეხებოდა, მმართველი გუნდის პოზიციებთან თანხვედრაშია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველო და ევროპა სწორედ იმ ღირებულებებზე დგას, რომლებზეც მთავარი ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა.

მათივე თქმით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გატარდა არაერთი რეფორმა, მიღებულია ანტიკორუფციული კანონი, ყველა ადამიანის უფლება დაცულია, საქართველოს ადგილი კი ევროპულ ოჯახშია.

პრემიერის აქცენტები ანტიეროვნულ განცხადებებად შეაფასა ოპოზიციის ნაწილმა. ნაწილმა კი აქცენტი უმცირესობების უფლებების დაცვაზე გააკეთა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპონენტებს საპასუხოდ დღეს ურჩია თქვან, რომელ მხარეს დგანან, როდესაც ქართულ საქმეს, ტრადიციების დაცვასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას აკრიტიკებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს. მათივე თქმით ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ თითოეული ადამიანის თავისუფლება და ამ ღირებულებების დაცვაა.

დღის ამბები