15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს იჩირო აისავას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს იჩირო აისავას შეხვდა, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას და მრავალწლიან მეგობრობას.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები განიხილეს. ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

ილია დარჩიაშვილმა, იაპონელ პარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქართული მხარის მიერ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების შესახებ.

 

 

 

 

დღის ამბები