15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან -პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებას ქართულად მიმართა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან.

პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა. მან თქვა, რომ ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი.

"ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე", - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები