18 ივნისი 2024,   10:53
ვრცლად
მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს და არაერთი სტრუქტურაა ამაში ჩართული საერთაშორისო დონეზე - გია ვოლსკი ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს და არაერთი საერთაშორისო სტრუქტურაა ამ საქმეში ჩართული.

მისი თქმით, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, საპროკურორო გამოძიების პარალელურად მიმდინარე ინფორმაციის შეგროვებაა, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს საერთაშორისო დონეზე.

"მასშტაბური გამოძიება მიმდინარეობს და არაერთი სტრუქტურაა ამაში ჩართული საერთაშორისო დონეზე. ამასთან დაკავშირებით, რა განცხადებაც გააკეთა პროკურატურამ, ვფიქრობ ამ ეტაპზე უნდა ვიკმაროთ. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ცნობილია დამნაშავედ ქართული ჯარის ძარცვის გამო და არ მგონია, რომ ის 5 მილიონი იყოს ის ერთადერთი თანხა, რომელიც მან საქართველოდან წაიღო, ვინაიდან, უმდიდრესი კაცი სწორედ სამხედრო მინისტრობის დროს გახდა. რაც შეეხება, BBC-ის ინფორმაციას, ეს უბრალო ჟურნალისტური გამოძიება არა რის, ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის საპროკურორო გამოძიების პარალელურად მიმდინარე ინფორმაციის შეგროვება, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები