15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ჩვენ ვუთხარით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენ ევროპას ეკუთვნით - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თაქვა, რომ ევროპა უფრო დიდი და ძლიერი უნდა გახდეს და მან მეზობლებისადმი მიცემული დაპირებები უნდა შეასრულოს.  

"მთავარი გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ევროპის ფორმასთან დაკავშირებით გასულ წელს მივიღეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ევროპა გავხადოთ უფრო დიდი და ძლიერი. ჩვენ ვუთხარით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვასა და პოტენციურად საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენ ევროპას ეკუთვნით. ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ევროკავშირის ნაწილი. ეს არ ეხება მხოლოდ ალტრუიზმს, ეს ეხება ჩვენს სანდოობას და ეკონომიკურ განვითარებას. ეს ასევე ეხება ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფას იმ წყალგამყოფი მომენტის შემდეგ, რაც იყო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. ევროპამ მეზობლებისადმი მიცემული დაპირებები უნდა შეასრულოს," - აცხადებს ოლაფ შოლცი.

დღის ამბები