ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა "სტანდარტული ნეობოლშევიკური გზავნილით საქართველო "დამოძღვრა".
"ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა სტანდარტული ნეობოლშევიკური გზავნილით "დამოძღვრა" საქართველო. თურმე თუ ტრადიციულ, კონსერვატიულ ფასეულობებს, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ის არაა "რეფორმატორი" და უნდა "განიდევნოს""- წერს აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროპელი რადიკალი მემარცხენეების ეს "მესიჯბოქსი" ქართველი მარგინალების გარდა არავისთვისაა აქტუალური.
"თუნდაც ევროპელი რადიკალი მემარცხენეების ეს "მესიჯბოქსი" ქართველი მარგინალების გარდა აქ რომ არავისთვისაა აქტუალური, არაშორსმჭვრეტელნი ვერც ვერასდროს დაინახავენ.
გარე ფარისეველი თვითმარქვია მსაჯულებისა და თვითმარქვია მენტორების უხეში ჩარევებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევს,“ - წერს აბაშიძე facebook-ზე