15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
500 ლარი დავაწესოთ თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით და ეს ფული მიმართული იყოს დევნილების კონპენსირებისთვის - გიორგი ვაშაძე

პუტინის განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ოპოზიციაში შეაფასეს. 

”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით, 500 ლარი უნდა დაწესდეს და ეს თანხა დევნილებს მოხმარდეთ

"ქართული ოცნება" უნდა შეეშვას ევროინტეგრაციის კურსის საბოტაჟს, უნდა  დაანებოს თავი ფარულ მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რუსეთის ფაშისტურ, საოკუპაციო რეჟიმთან და უნდა დააწესოს სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებთან. 500 ლარი დავაწესოთ თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით და ეს ფული მიმართული იყოს დევნილების კონპენსირებისთვის,"- საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი კი ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვან პირდაპირ ფრენებზე და სავიზო რეჟიმი აღადგინონ რუსეთთან. 

დღის ამბები