15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ეს უპასუხისმგებლო რადიკალური ოპოზიცია გამოდის მაოხრებელი განცხადებებით და საკუთარ ხელისუფლებას სთხოვს, რომ ჩვენი თანამემამულეები დაასანქციროს ხელისუფლებამ - არჩილ თალაკვაძე

ეს უპასუხისმგებლო რადიკალური ოპოზიცია გამოდის მაოხრებელი განცხადებებით და საკუთარ ხელისუფლებას სთხოვს, რომ ჩვენი თანამემამულეები დაასანქციროს ხელისუფლებამ -  ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ პუტინის განკარგულების შეფასებისას გააკეთა, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხება. 

"ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, ეს მიიღო ცალმხრივად რუსეთის ფედერაციამ. მიუხედავად ამისა, დღეს, ეს უპასუხისმგებლო რადიკალური ოპოზიცია გამოდის მაოხრებელი განცხადებებით და საკუთარ ხელისუფლებას სთხოვს, რომ ჩვენი თანამემამულეები დაასანქციროს ხელისუფლებამ. ეს მას შემდეგ, რაც ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას სოფლები, მიატოვეს საკუთარი მოსახლეობა ბრძოლის ველზე, ომის შემდეგ მოუხსნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციას თვითონ და მაშინდელი პრეზიდენტი სიამაყით აცნობდა საზოგადოებას ამ განცხადებას. დღეს, მათ ჰყოფნით სინდისი და გამოდიან და ამ საკითხზე კიდევ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია არის თქვენი რეაქცია მოქალაქეებო ამ სიცრუეზე, როდესაც ცდილობენ ნაცარი შეგაყარონ თვალებში,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას უვიზოდ 15 მაისიდან შეძლებენ, დღეს გახდა ცნობილი. ასევე, პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე.

დღის ამბები