15 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ლეგიტიმურ თავმჯდომარეს უნდა აცადონ და არა პარტია პარტიაში "იჩალიჩონ" - თაკო ჩარკვიანი ენმ-ის შიდა დაპირისპირებაზე და ნიკა მელიაზე

"კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მომხრეებმა "ახლა უკვე ლეგიტიმურ თავმჯდომარეს უნდა აცადონ."

მისივე თქმით, ნიკა მელიას გუნდი პარტიაში პარტიის შექმნას ცდილობს.

"მე არც მელიასთვის მითქვამს "ვივამედში" შევარდი და გამოვარდითქო და არც ხაბეიშვილისთვის, მაგრამ მოქმედება და ბრძოლა სხვა არის. 7-ში და 8-ში რაც მე ვნახე, მაგალითად, რასაც გაუძლო ახალმა არჩეულმა ადმინისტრაციამ, მე გავოცდი. ყველაფერს აკეთებდა ძველი თავმჯდომარე, რომ დავიწყებოდა ყველაფერი, არავის არ ახსოვდა არც ყოფილი პრეზიდენტი და არც არავინ. მხოლოდ აკეთებდნენ იმას, ჯიბრით, ჩავარდნილიყო - გაოგნებული ვუყურებდი. ეს ძალიან არ მომეწონა.

როდესაც ჩატარდა არჩევნები, მე რამდენჯერმე მითხრეს რატომ ერევიო - მე არავისთან არ ვერევი. 2018 წელს რატომაც ჩავერიე, რომ დასავლური, მსხვილი ვექტორის პარტია როგორმე არ დაიძიროს, როდესაც ვართ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ომში, მე ამიტომ ვგულშემატკივრობ. მომიტევოს ყველა პატარა პარტიამ, სანამ აკრიფავს რომელიმე 2%-იანი პარტია, ამას ველოდო, როდესაც კარზე პუტინია მომდგარი?! და ესენი აქ ერთმანეთს ეჯიბრებიან, დასცხებენ თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას". მაშინ არ იცოდნენ, რომ ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტია იყო, როცა ადგილობრივ არჩევნებში ურთიერთობდნენ? ვერ ვიტან ასეთ თამაშს, ეს არ არის კარგი და არ პატიობს ამას ამომრჩეველი, ყველას ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი, ყველას რეიტინგი დაეცა.

როცა ჩატარდა ეს არჩევნები, ნახეთ რა გამოჩნდა - მართლაც ჰქონდა ყოფილ თავმჯდომარეს თავისი 40%, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შემდეგ კიდევ გექნება იგივე, შენი ამომრჩეველი ლეგიტიმურობას სცემს პატივს და ის იმ იდეის ამომრჩევლად რჩება. ამიტომ, ახლა უკვე ლეგიტიმურ თავმჯდომარეს უნდა აცადონ, რომ პარტია პარტიაში კი არ "იჩალიჩონ" (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის), არა, ეს უხერხულია, რა დროს ეს არის? ამიტომ, ამომრჩეველი გიყურებს და გეუბნება - შენ რას შვრები აქ? ამიტომ, რომ ამბობენ, რომ მელიასაც ჰყავს მომხრეები, რას ჰქვია მომხრეები ჰყავს? ეს არის "პარტია პარტიაში" მოძრაობა, ეს არასწორია. დღეს უნდა იღწვოდეს ყველა ერთად. ამიტომ დაიწყო იმ ახალმა თავმჯდომარემ გამოცვლა,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები