15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ სანქციების მოხსნის თემა გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

"რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის,"-ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს.

"მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი. რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები. ეს სპეკულაციები გაგრძელდება და უფრო მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამის მტკიცებულებებს ნახავთ თქვენ ალბათ ხვალ ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარ კავშირში არ არის. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

დღის ამბები