სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პერსონიზირებული სანქციების დაწესებას ეხებოდა, უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში.
სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საკითხის მიმართ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ”გირჩი” წევრს.
როგორც ჰერმან საბო აცხადებს, სანქციები არის რადიკალური მიდგომა და იგი არ ემხრობა პარტნიორობის მხრიდან სანქციების ენაზე საუბარს.
"არავის მიმართ არ ვემხრობი სანქციებს. არც მიხარია ეს სანქციები, თუ ისეთის სიტუაცია გვაქვს, რომ მეტი გამოსავალი აღარ დარჩა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს ბერკეტი გამოიყენონ ჩვენმა მეგობრებმა. სანქციები უნდა იყოს ბილო ქმედება და უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ყველაფერი დანარჩენი ვცადეთ და მეტი გზა აღარ დაგვრჩა,"-განაცხადა ჰერმან საბომ.