პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ითხოვდა, რომ საქართველოს დაწესებოდა სანქციები.
როგორც ალუდა ღუდუშაური აცხადებს, ეს ინფორმაცია მათ შორის ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან გახდა ცნობილი.
"მათი საზრუნავი არის, რომ როგორმე ქვეყანას და საკუთარ ხალხს დაიწესონ სანქციები. აღიარება გააკეთა ქალბატონმა სამადაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ეს ადამიანები დადიან და ითხოვენ სანქცია დაუწესონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალს.
ეს არაერთხელ თქმულა და უამრავჯერ დაფიქსირებულა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ კარდაკარ და ითხოვდნენ, რომ საქართველოს დაწესებოდა სანქციები,"-აცხადებს ალუდა ღუდუშაური.