პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებთან აქვთ მუდმივი კომუნიკაცია, რათა მოხდეს "ქართული ოცნების" და მასში შემავალი პირების პერსონალიზირებული სანქცირება.
როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს, ამით ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს მმართველ გუნდს, რომ ევროპულ მომავალს რუსული მომავალი არ არჩიონ.
"ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, რა თქმა უნდა, არის იმ საფრთხის წინაშე, რომ ისინიც გახდებიან პერსონალიზირებული სანქციების სამიზნე.
ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის თაობაზე, რათა ხელი შეუშალონ იმაში, რომ ეს ქვეყანა სამუდამოდ დააბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ და წაგვართვან ჩვენი ევროპული მომავალი. იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა უნდა განხორციელდეს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.