15 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
არცერთ ქვეყანაში არავის უნახავს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიცია ითხოვდეს დასანქცირებას - გურამ მაჭარაშვილი 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია ქვეყნის სანქცირება, ეკონომიკური ვარდნა და არეულობა ქვეყანაში. 

მისი თქმით, არცერთ ქვეყანაში, არავის უნახავს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიცია ითხოვდეს დასანქცირებას. 

"ოპოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნის საქნცირებაც სურს, ეკონომიკური დაღმავლობა და არეულობა სურს, ეს ახალი არ არის და ამას აცხადებენ კიდევაც, მაგრამ კანონზომიერება აკეთებს ისე, რომ  რასაც ისინი მოისურვებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საკუთარ პარტიებში მიიღებენ ხოლმე - კლასიკური მაგალითია ნაცმოძრაობა.

არცერთ ქვეყანაში, არავის უნახავს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიცია ითხოვდეს დასანქცირებას. ეს არის მხოლოდ საქართველოს ოპოზიციაში და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის თავში შეიძლება მოვიდეს ასეთი რამ,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები