გარდაბნის მუნიციპალიტეტში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივები მომხდარზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ თვითმხილველები უშუალოდ ოჯახის წევრები არიან. 21 წლის ახალგაზრდამ დანაშაული ცივი იარაღით ჩაიდინა, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მამაკაცი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.