15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მელია გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან აკეთებს განცხადებებს, ხაბეიშვილს როცა რამეს ვეუბნები, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს, მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა - პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მისივე თქმით, არაფორმალური მმართველობა ცუდია, მაგრამ ის არ შესწრებია ხაბეიშვილს ვინმე სხვასთან დაერეკოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"პოლიტიკაში არ მიყვარს შეთქმულების თეორიები. მელიას ბევრი რამ არ მომწონს და არ მომწონს ეს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს. ეს ყველაფერი გაბრაზებული ადამიანის განცხადებებს ჰგავს. შოთა რუსთაველს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ძალაუფლება გაქვს, თორემ მართალიც რომ იყოს, გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან არავინ დაგიჯერებს. ცუდია, არაფორმალური მმართველობა თუ არის. ლევან ხაბეიშვილს რომ ვხედავ, რასაც ვეუბნები, იქვე წყვეტს, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს და მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა,"-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

დღის ამბები