პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც ექსპრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი ეთქვა, პირველი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, რადგან ვერ მოხერხდა ევროკავშირიდან ექიმების ჩამოყვანა, მისთვის იყო გარკვეული მინიშნება იმისა, რომ ევროპული სასამართლოდან უარყოფით პასუხს მიიღებდნენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებოდით, არ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე პირადად ველოდებოდი. ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი, ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალურები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოდიოდა და სინჯავდა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ, ენახათ - ეს კარგი იქნებოდა ძალიან, იმიტომ, რომ ისინი ასევე დაადასტურებდნენ. ის, რომ არ მოხერხდა მათი ჩამოსვლა, ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმისა, რომ ეს პასუხი შეიძლება ყოფილიყო - უარყოფითი,"- განაცხადა გიული ალასანიამ.