15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
მოვუწოდებ წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს, აღადგინონ რეპუტაციული ზიანი, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს - შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ მოვუწოდებ მის მონაწილეებს, იმავე ენერგიითა და საშუალებებით აღადგინონ რეპუტაციული ზიანი, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს და მის ხალხს. მხოლოდ ასე შეიძლება ქართველი ხალხის ნდობის მოპოვება და მომავალში რაიმე სანდოობის ქონა", - წერს პაპუაშვილი .

შეგახსენებთ, რომ როგორც იუსტიციის მინისტრმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.

დღის ამბები