საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი გარემოცვის პოლიტიკური მძევალია. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ოჯახს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გადაარჩინონ ეს ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე იზრუნონ, რაც ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებას გულისხმობს.
"ადამიანი პრაქტიკულად, არის მძევალი. მძევალი თავის პოლიტიკური გარემოცვის. ყველას, მათ შორის განსაკუთრებით ოჯახის წევრებს, უნდა ჰქონდეთ ერთი აზრი. კი არ აკეთონ ხმამაღალი პოლიტიკური უსაფუძვლო განცხადებები, არამედ ყველას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გადაარჩინონ ეს ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე იზრუნონ. მოუტანონ არა წყალწყალა სუპი საჭმელად, არამედ კალორიული საკვები, რაც არის რეკომენდირებული ექიმების მიერ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.