15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
სტრასბურგმა, ამ გადაწყვეტილებით, წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში - ირაკლი კობახიძე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო.

კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგმა მიღებული გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვა "სიყალბეზე აგებულ კამპანიას":

"ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული პატიმრის უფლებები დაცული იყოს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, სტრასბურგმა ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო სიყალბეზე აგებული კამპანია. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, რადგანაც ხელისუფლება სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.

დღის ამბები