15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"არც ჩემი ოჯახის წევრებს, შვილებს არანაირი ურთიერთობა, არასდროს არ ჰქონიათ ქოლცენტრებთან და საერთოდ ამ დანაშაულებთან" - ისკო დასენი  გიორგი ვაშაძეს პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის, ისკო დასენის ე.წ. ქოლცენტრებთან შესაძლო კავშირზე საუბრობს, თავად ისკო დასენმა უპასუხა.

გიორგი ვაშაძის მიერ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ისკო დასენი ამბობს, რომ ვაშაძის არგუმენტები სიმართლეს არ შეესაბამება.

ისკო დასენის თქმით, გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებულ პირებს არ იცნობს და აღნიშნა, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

"გიორგი ვაშაძეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, არ წარუდგენია და ვერც წარმოადგენს. არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს, შვილებს არანაირი ურთიერთობა, არასდროს არ ჰქონიათ ამ ქოლცენტრებთან და საერთოდ ამ დანაშაულებთან. დასახელებული არიან ასევე გვარები - ზურაბ ლეშქაშელი, მიხეილ არახამია, ქეთევან თევდორაძე და მალხაზ ამოაიანი. ვაცხადებ, არც ერთ ამ პიროვნებიდან არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. დღევანდელი განცხადებით, ვაშაძე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს და დადგინდება, თუ ვის მიერ არის ჩადენილი ეს დანაშაულები," - აცხადებს ისკო დასენი. 

დღის ამბები