15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რუსეთმა უკან წაიღო 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება - მიხეილ სარჯველაძე

რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის თაობაზე შეფასება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ 2019 წელს, მაშინ როდესაც რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი დაუწესა, ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აკრიტიკებდა. 

"იგივე ხალხი, ვინც ამ გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ და ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ, ამჟამინდელ ხელისუფლებას აბრალებდნენ ანტიქართული პოლიტიკის წარმოებას და ახლაც აგრძელებენ იგივეს.

ერთ-ერთ ბრალდებას და ხელოვნურ აჟიოტაჟს 2019 წელს მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სასჯელის დაწესება, რაც გამოიხატებოდა სავიზო რეჟიმის დაწესებასა და ფრენებს გაუქმებაში. რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას, იმხანად ვაკრიტიკებდით ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ჩვენთან ერთად, იგივე გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებული შტატები და აკრიტიკებდა ევროკავშირი. ამ პრინციპულმა პოზიციამ, ფაქტია, რომ 2019 წლის შემდეგ, დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ როდესაც შეიცვალა მოცემულობა, გააჩინა შესაძლებლობა და რუსეთმა უკან წაიღო 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები