საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს ოპოზიციის უმრავლესობამ რუსეთის გადაწყვეტილებაზე ქართული ოცნების რეაქცია გააკრიტიკა. უმრავლესობამ კი ოპონენტებს 2019 წელს მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვები და პარტნიორების მაშინდელი გამოხმაურებებიც შეახსენა.
მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მიმართულებით ოპოზიციამ დარბაზში ორი ძირითადი საფრთხე დაასახელა - სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა და ბარიერი ევროინტეგრაციისთვის. მსგავსი რიტორიკა კი ქართული ოცნების შეფასებით, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მიმართ სანქციების დაწესებას ემსახურება.
უმრავლესობის განმარტებით, ხელისუფლების პოზიცია საზიანო შედეგების პრევენციას ისახავს მიზნად. სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე განცხადებები დღეს სხდომათა დარბაზს მიღმა და პარლამენტის გარეთაც გაკეთდა. ელენე ხოშტარიას დროა აპირებს, პირველი ავია რეისი ,რომელსაც რუსეთიდან კომპანია აზიმუტი შეასრულებს, თბილისის აეროპორტში გააპროტესტოს.
ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს გიორგი ვაშაძეც. "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ხოშტარია ვაშაძის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო სპეკულირება.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპონენტების ორმაგი სტანდარტებით მოქმედება მათ რეალურ მიზნებთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. დღეს გაირკვა, რომ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 20 მაისიდან კვირაში შვიდჯერ რეგულარულ ფრენებს დაიწყებს ავიაკომპანია ჯორჯიანეარვეისი.
შესაბამისი ნებართვა უკვე გაიცა. სააგენტომ დღეს განცხადება გამოაქვეყნა აზიმუტ ეარლაინსთან დაკავშირებითაც.
განმარტა, რომ სოც ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და რუსული ავიაკომპანია სანქცირებულთა სიაში არ იმყოფება. აზიმუტ ეარლანსისვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც აღარ იძებნება, თუმცა მანამდე კომპანიის საიტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი.