15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპონენტებს ახსენებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2011 წლის 28 ოქტომბერს ქვეყანაში ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილი გაიმართა, სადაც მაშინდელი ხელისუფლების წევრებიც იყვნენ მიწვეულნი

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოში ვერცერთი სანქცირებული პირი ვერ შემოვა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური მიზანი ესკალაცია და პროვოკაციების მოწყობაა. მთავარი პროვოკატორები კი ხოშტარია, მელია და სხვები არიან.

"ქართული ოცნების" წევრები ოპონენტებს ახსენებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2011 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში, ქართველების მიმართ აგრესიით გამორჩეული, რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილი გაიმართა. სადაც მაშინდელი ხელისუფლების წევრებიც იყვნენ მიწვეული.

სოციალურ ქსელით ასევე ვრცელდება მიკა ვინოკუროვის ფეისბუქ პროფილის ფოტოებიც, სადაც ის ღია პროტესტს გამოხატავს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის მიმართ და უკრაინელი ხალხისაგან მადლობებსაც იღებს.

დღის ამბები