საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ლევან იოსელიანი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს, რომლის მონაწილეებსაც ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში ადამინის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
ომბუდსმენმა კომენტარი გააკეთა აეროპორტში. მისი განცხადებით, სტრასბურგში საუბარი შეეხება კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.
"ჩემი პირველი ვიზიტია სახალხო დამცველის რანგში სტრასბურგში და რა თქმა უნდა მთავარი სასაუბრო თემა იქნება ჩვენი ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, რეკომენდაციები, რომლის შესრულებაშიც იყო ჩართული სახალხო დამცველი. შეხვედრები იქნება ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხზე და მე ჩემს პოზიციას როგორც სახალხო დამცველი გავუზიარებ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ," - აცხადებს ლევან იოსელიანი