შედგება თუ არა პოლიტიკური კონსესუსი და მიიღებს თუ არა ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას? - ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი "ქართული ოცნების" მხრიდან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად დიალოგის გამართვის შეთავაზებას პროპაგანდისტულს უწოდებენ და პროცესში ჩართვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.
"ეს ყველაფერი არის პროპაგანდა. "ქართულ ოცნებას" რომ სდომებოდა კონსულტაციები და კონსენსუსი ღირსეული კანდიდატების შერჩევისთვის, მაშინ იმ თაღლითურ სქემას არ აამუშავებდა, რაც ვნახეთ. ნაცვლად ოპოზიციის დიდ ჯგუფთან მოლაპარაკებისა, არჩია ინდივიდუალურად, ცალკეულ დეპუტატებთან საუბარი.
მათ სჭირდება არაა პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატები, არამედ მურუსიძის კლანის გაძლიერება, ამ პროცესში ბუნებრივია ვერ მივიღებთ მონაწილეობას," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი: მაია გრიგოლია