მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მან ასევე გასული კვირა შეაჯამა.
"ჩვენ ვასრულებთ ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კვირას. პარასკევს ვიყავით არაბულ ლიგაზე, შაბათს და კვირას – დიდი შვიდეულის სამიტზე. იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრა. ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ, როგორც ყოველთვის, გავძლიერდებით.
მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია. დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიები, ყველა ჩვენი ტერიტორიის დაბრუნება, მთელი ჩვენი ხალხის, სამართლიანობის, ჩვენი "მშვიდობის ფორმულის" განხორციელების მნიშვნელობა," - განაცხადა ზელენსკიმ.