უმრავლესობა ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის შესარჩევად კონსულტაციებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
ოპოზიცია დიალოგის გამართვის შეთავაზებას პროპაგანდისტულს უწოდებს და პროცესში ჩართვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
"არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით რაიმე კონსულტაციების გამართვა "ქართულ ოცნებასთან" არარელევანტური იქნება. ცალკეული დეპუტატები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩვენთვის უცნობია. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე, რომ წინასწარი კონსულტაციებით ასეთი შეთანხმება "ქართულ ოცნებასთან" გამორიცხულია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
"ლელოშიც" იგივე პოზიცია აქვთ, მაგალითად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვი" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ამ ყალბ პროცესში, ოპოზიციის ადგილი არ არის.
დიალოგის გამართვის შეთავაზებაზე, უარს ამბობენ პარტია "გირჩშიც".
კენჭისყრა სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაიმართება. ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე მათი არჩევა ვერ მოხდება, რადგან 90-ზე მეტი ხმა არის საჭირო.