15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. საუბარია 86 600 კვადრატულ კილომეტრზე.

აღიარების საპასუხოდ კი იგი აზერბაიჯანისგან სომხეთის 29 800 კილომეტრის აღიარებას ელოდება. ამავდროულად, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ ტექსტზე შეთანხმება მალე მოხდება.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები სტეფანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ილჰამ ალიევმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გარდაუვალია. როგორც აზერბაიჯანის პრეიდენტი იმედოვნებს, სამშვიდობო მოლაპარაკებები კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს.

დღის ამბები