სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოშია. ხავიერ კოლომინამ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მანამდე კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული პრაქტიკული დახმარების გაგრძელება.