04 მაისი 2024,   08:26
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე მარკ კლეიტონი ავრცელებს, რომელიც ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: "მსურს, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთულ პერიოდში," - წერია მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები