განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ "ქართული ოცნებაა" სწორედ ის გუნდი, ვისი წყალობითაც ის პრეზიდენტი გახდა.
ეს განცხადება ამილახვარმა პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.
"ჩვენ პატივს ვცემთ კონსტიტუციურ ორგანოს, კონსტიტუციურ პირს - პრეზიდენტს, შესაბამისად, ჩვენ ახლა არ შევალთ ამ სიღრმეებში. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ქალბატონი პრეზიდენტი თავის დროზე იყო "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ის, რომ დღეს იგი პრეზიდენტია, სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა. ამიტომ, მისი შეხედულებების შეფასებას ახლა ჩვენ არ დავიწყებთ, რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, მე და ჩვენ მას არ ვეთანხმებით, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას, კონსტიტუციის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მასთან და ასე გაგრძელდება მომავალშიც,"-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.