08 ივნისი 2023,   19:01
ვრცლად
რა ხდებოდა სახლში, საიდანაც 20 წლის ბიჭის კვალი დაიკარგა, შემდეგ კი ის დამარხული იპოვეს - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "კურიერი" იმ პირის ბაბუას ესაუბრა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა.

ბაბუა ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა.

როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს.

სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ.

როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს. განცხადება გაავრცელა შსს-მაც - უწყების ცნობით, საქმეზე სამი პირი დააკავეს, ერთს კი დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

დღის ამბები