15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განცხადება - რატომ უწოდა "ოცნებამ" პრეზიდენტის გამოსვლას სამწუხარო და უხერხული

ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, საუბრისთვის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შეარჩია და ტრიბუნა ამავე ღონისძიებაზე მყოფი ხელისუფლების წევრების კრიტიკისთვის გამოიყენა. "გაუგებარი და შეურაცხმყოფელი” - ეს სიტყვები სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში რამდენჯერმე გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შინაარსი, ადგილზევე გააპროტესტა დეპუტატების ნაწილმა.

”სამწუხარო და უხერხული” - ეს განცდა დარჩათ მთავრობის წევრებს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების ორად გაყოფის მცდელობაშიც დაადანაშაულეს.

პრეზიდენტის პოზიცია სახელმწიფოებრივია ოპოზიციის ნაწილისთვის. ნაწილს კი ურჩევნია, სალომე ზურაბიშვილმა განცხადებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები და ქმედითი ნაბიჯები მოაყოლოს.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კრიტიკა ადრესატებმა არც მიიღეს და არც გაიზიარეს. "ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემენ და მათი სურვილია სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებდეს.

თავად სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მოგვიანებით მედია რუსთაველის გამზირზე შეხვდა, დამატებითი პოლიტიკური კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

 

დღის ამბები