15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ თავდაცვის მოდერნიზაციისკენ, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო ექვსი თვის წინ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში 2 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, ქალაქ დნიპროპეტროვსკში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად.

დაშავებულებს შორის 2 ბავშვია, 3 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამედიცინო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიშმა ხანძარი გამოიწვია, დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები. ოკუპანტების კიდევ ერთ თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკის ოლქში.

5-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ კი მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ აგრესიას.

ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმერ ზელენსკიმ, რუსეთის თავდასხმები დაგმო და ამ აგრესიის შესაჩერებლად თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ისაუბრა.

"დღის განმავლობაში ვღებულობ ცნობებს დნიპროში არსებულ მდგომარეობაზე. ეს არის სისასტიკე, რომლის შესაჩერებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია.

უნდა დაჩქარდეს უკრაინისთვის მეტი უმაღლესი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება- ეს არის საკითხი რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღიურად განიხილება.

ამ კვირის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინისთვის თანამედროვე თვითმფრინავების მიწოდებაზე, რომელიც ცაში ჩვენი თავდაცვის მთავარი კომპონენტი გახდება. ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ თავდაცვის მოდერნიზაციისკენ, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო ექვსი თვის წინ,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები