15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"დღეს არ გვაქვს არჩევანი" - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს, ოპოზიცია "ოცნებასთან" კონსულტაციებზე უარს აცხადებს

ორ დღეში პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს. მმართველი გუნდის შეთავაზების 10-დღიანი ვადა იწურება, ოპოზიციამ "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებზე უარი თქვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მიზეზად კი "ქართული ოცნებისადმი" უნდობლობა დაასახელეს.

"არანაირი კონსულტაცია არ შეიძლება გაიმართოს "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული კანდიდატების ხმის დაჭერაზე. კონსულტაცია შეიძლებოდა, როდესაც არჩევანი არსებობდა, დღეს არ გვაქვს არჩევანი, შესაბამისად, ასარჩევიც არაფერი არ არის. სამი ხმა ვისაც აკლია, იმაზე მხარდაჭერას გვთხოვენ და როგორ მივიღო ამაში მონაწილეობა?!" - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით კი, "ქართული ოცნება" შეეცდება, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციას გადააკისროს, თუმცა, მისი შეფასებით, "ფაქტია, რომ "ოცნებამ" საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცა სასამართლო სისტემაში."

საბჭოს 3 წევრი დეპუტატებმა უკვე აირჩიეს, დარჩენილ ორ ადგილზე კი არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს.

 

 

დღის ამბები