20 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
ლუკაშენკო პუტინთან შეხვედრის შემდეგ, კრიტიკული მდგომარეობით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი twitter-ზე წერს

ალექსანდრე ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაშია - ამის შესახებ უცხოური მედია, ბელარუსელ ოპოზიციონერზე დაყრდნობით წერს.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ვალერი ცეპკალო საკუთარ twitter-ზე წერს, ბელარუსის პრეზიდენტი პუტინთან დახურული შეხვედრის შემდეგ, მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, ლუკაშენკო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც შემდგომში დადასტურებას ექვემდებარება, ლუკაშენკო პუტინთან დახურული შეხვედრის შემდგომ მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი კრიტიკული მდგომარეობის სამკურნალოდ წამყვანი სპეციალისტები არიან მობილიზებულნი.

ჩატარებული სისხლის გასუფთავების პროცედურები. ლუკაშენკოს მდგომარეობა ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება," - წერს ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ვალერი ცეპკალო.

დღის ამბები