"ქართული ოცნების" თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ქართული ოცნების" ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს.
საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე;
კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.
მათივე ცნობით, კონფერენციებს ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.
თბილისის გარდა, "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში გაიმართა.