პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ცხადი და ნათელია, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა და ადგილი აქვს აბსოლუტურად სამართლიდან გასულ მოქმედებას.
ღუდუშაურის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი რამისთვის ისჯებდა და ეს არის საკუთარი ქვეყნის და ქართველი ხალხის სიყვარული.
"ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იმდენად ცხადი და ნათელია, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა და ადგილი აქვს აბსოლუტურად სამართლიდან გასულ მოქმედებას, რომ ეს არის კლასიკური ნიმუში, თუ როგორ ხდება არასამართლებრივად, კანონის უხეში დარღვევით პირდაპირი ზეწოლა. ერთადერთი მიზანი აქვს ამას, რომ რამენაირად ბატონი ივანიშვილი ჩართონ იმ პროცესებში, რომელიც გულისხმობს საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინააღმდეგ წასვლას. ერთადერთი რამისთვის ისჯება მათი მხრიდან ბატონი ივანიშვილი, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ქართველი ხალხის სიყვარული", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.