პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყოველწლიური მოხსენებით პრემიერ-მინისტრი დეპუტატების წინაშე დამატებითი მოთხოვნის გარეშეც წარსდგება, რადგან ეს რეგლამენტით არის დადგენილი, ხოლო რა საკითხებს წამოჭრიან პარტიები, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.
ქადაგიშვილის თმით, ოპოზიციას სურს შექმნას ილუზია, რომ მათი მოთხოვნით პრემიერ-მინისტრი მოვა პარლამენტში.
"სიახლე არაფერი არ არის, პრემიერი აკეთებს მოხსენებას სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით. შემდეგ გაიმართება დებატები პირველი მოსმენის წესით, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" რა საკითხს წამოჭრის ამ დებატების დროს და რაზე გაამახვილებს აქცენტს ეს მათი საქმეა. მაგრამ, აქაც უნდათ იმის ილუზია შექმნან, რომ მათი მოთხოვნით პრემიერ-მინისტრი მოვა პარლამენტში, არადა ეს არის ის რუტინა, რომელიც კანონით და რეგლამენტით არის დადგენილი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.