ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებით ურსულა ფონ დერ ლაიენის და პრემიერ-მინისტრის განცხადებები, იდენტური შინაარსის მატარებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ექსპერტების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებას იზიარებს და ოპოზიციის კრიტიკას სპეკულაციას უწოდებს.
"ქალბატონი ურსულას განცხადება ფაქტობრივად იგივე შინაარსის არის, რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა უკრაინასთან მიმართებაში. რატომღაც ავიწყდებათ, რომ უკრაინის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, გასაგებია ახლა ომი მიმდინარეობს მაგრამ, მანამდე არაერთხელ დაისაჯა საქართველო სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო. არ შეიძლება პოლიტიკური უბრალო ამბიციების გამო, სისულელე თქვა და შემდეგ ამ სისულელის გამო, შენს ლობისტებსაც ეს სისულელე გაამეორებინო და ამით ვერ მიიღო ვერავითარი, შედეგი გარდა დაცინვისა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის და პრემიერის განცხადებები ერთი და იგივე შშინაარსის მატარებელია მაგრამ ოპოზიცია მუდმივად ეძებს სპეკულაციის საგანს.
"ეს ორი განცხადება რაც გააკეტა ღარიბაშვილმა, გუშინ. ჯერ გააკრიტიკა ღარიბაშვილი და შემდეგ, ანალოგიურად იგივე თქვა, უბრალოდ გაერთიანება არის სხვადასხვა, ევროპული სახლი თურმე განსხვავდება ნატო-სგან . ავიღოთ 2008 წლის ომი, მუდმივად იყო საუბარი, რომ ნატო-სკენ ლტოლვისათვის დავისაჯეთ. მე ოპოზიციის მხრიდან არ მიკვირს, ისინი მუდმივად ცდილობენ რაღაც უაზრო ფრაზა დაიწირონ და ეს აქციონ რამდენიმე დღიან საძიძგილაო თემად", - განაცხადა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.