მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.
"საქართველო იზიარებს ტრაგიკულ ისტორიას, ცარისტული იმპერიალიზმის, რუსიფიკაციის, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და რეპრესიებისა და კვლავ, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის სახით. ჩვენ ვიზიარებთ ამ ბედს უკრაინასთან ერთად. ამრიგად, მე თქვენს წინაშე დგომა უკრაინელი ხალხის მიმართ ქართველი ხალხის სრული, ცალსახა და პრინციპული სოლიდარობის დადასტურების გარეშე, არ შემიძლია.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არამხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სისხლს ღვრის თითოეული ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მსურს, აქ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისადმი და მისი ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ," - განაცხადა ზურაბიშვილმა.