15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მამუკა მდინარაძის ოპოზიციის წევრებს აკრიტიკებს - მისი თქმით ოპონენტები ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში არ მონაწილეობენ

”ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის კრიტიკის ადრესატები ოპოზიციის წევრები არიან. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპონენტები ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში არ მონაწილეობენ და უარს ამბობენ იმ საკითხების განხილვაზე, რომელიც ასოცირების დოკუმენტის შეთანხმებას უკავშირდება. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მამუკა მდინარაძემ გუშინდელი სხდომის მაგალითი მოიყვანა, სადაც დეპუტატები ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, თუმცა, სხდომას ხელისუფლების ოპონენტებიდან არავინ ესწრებოდა.

მამუკა მდინარაძის კრიტიკას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს და მეტიც, ამბობს რომ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში იმ საკითხების განხილვას, რომელსაც ასოცირების დოკუმენტი მოიცავს, თავადაც დაესწრონ. თუმცა, არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ მონაწილეობენ.

ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილში, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ოპოზიციის მეორე ჯგუფი. ისინი ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პროცესი ფასადურია და "ქართული ოცნება", მათ არც ერთ ინიციატივას არ იზიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციას არ სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ”ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მიიღოს და რეკომენდაციების შესრულების პროცესში, სწორედ ამიტომ არ მონაწილეობენ. სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიციის საქციელს მათ მიზანმიმართულ, დესტაბილიზაციის გეგმას უკავშირებს.

საქართველოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულება სჭირდება. ამ პუნქტების შესასრულებლად პარლამენტში, გასულ წელს, სამუშაო ჯგუფებიც შეიქმნა, თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.

დღის ამბები