03 მაისი 2024,   23:00
ვრცლად
საფრანგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

საფრანგეთის ქალაქ ანსში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სპიკერი ავრცელებს.

დღეს დილიდან კი ადგილობრივები სოლიდარობის გამოსახატად სათამაშო მოედანზე მიდიან. მათ ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. როგორც ცნობილია, ანსში პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად გაემგზავრება.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთში სირიელმა დევნილმა დანით 6 მოქალაქე დაჭრა, მათგან 4 ბავშვია. მოტივი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები