03 მაისი 2024,   22:13
ვრცლად
ასპინძაში, მდინარე მტკვარში 15 წლის გოგოს ეძებენ

ასპინძაში, მდინარე მტკვარში 15 წლის გოგოს ეძებენ. მოზარდი დღეს საღამოს, ადიდებულმა მდინარემ მაშინ გაიტაცა, როდესაც თანატოლებთან ერთად საბანაოდ გავიდა და წყალმა წაიღო. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესში სამაშველო სამსახურია ჩართული. შემთხვევა ასპინძაში ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მოხდა.  

პარალელურად, მაშველები ეძებენ 5 მაისს, მდინარეში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს. 28 წლის გიმზერ კაველიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში დაიკარგა. მისი ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხე-ბორჯომის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

დღის ამბები