04 მაისი 2024,   07:16
ვრცლად
"შტატ ჯორჯიადან არ გეგონოთ, ის საქართველოდანაა" - მიმართვის ტექსტი, რომელსაც 2 Pac-ის ოჯახის წევრები ვარსკვლავის გახსნისთვის ამზადებდნენ, ქართველ მძღოლთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა  

2 Pac-ს, იგივე თუ ფაქ ამარუ შაქურს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი მკვლელობიდან 27 წლის შემდეგ გაუხსნეს. რეპერი ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსს შორის არის დასახელებული. საკუთარი ჰიპ-ჰოპით, გლობალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციები დღემდე უჭირავს. მსოფლიოში გაყიდული 75 მილიონი ჩანაწერით, 2 Pac ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია. 

მიმართვის ტექსტი, რომელსაც ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, 2 Pac-ის  ოჯახის წევრები მისი ვარსკვლავის გახსნისთვის ამზადებდნენ, ქართველ მძღოლთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში საზეიმო ცერემონიაზე მიმავალ 2 Pac-ის  უახლოეს მეგობარსა და ოჯახის წევრს, ჯამალ ჯოსეფს დაქირავებულ მანქანაში მძღოლი დახვდა, რომელსაც ჰიპ ჰოპის ვარსკვლავიუს სიმღერა ჰქონდა ჩართული. "მძღოლი ამერიკის შტატ ჯორჯიადან არ გეგონოთ, ის საქართველოდანაა" - განაცხადა ჯოსეფმა და განაცხადა, რომ რეპერის შემოქმედებას არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში იცნობენ. 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა რეპერმა, საკუთარი შემოქმედებისთვის მხოლოდ 5 წელი იცხოვრა. 1996 წელს თუფაქს ლას-ვეგასში ესროლეს. შემთხვევიდან ოთხ დღეში, 25 წლის რეპერი გარდაიცვალა. ვარსკვლავი კი რომელიც, თუფაქს სიკვდილის შემდეგ გაუხსნეს -"დიდების ხეივანში" რიგით 2 758-ეა.

დღის ამბები