04 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.
შიდა ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი აიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხაშურის რაიონში 24 აპრილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობის შესახებ ბრალდებულმა 112-ში არ დარეკა და დუმილი ამჯობინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები