ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ მეგობარს და მარჯვენა ხელს, ადამ დელიმხანოვს ეძებს, რომელიც, სხვადასხვა უკრაინული წყაროს ინფორმაციით, უკრაინულმა სამხედრო ძალებმა მოკლეს, ან დაჭრეს.
"მე თავადაც ვერ ვპოულობ ადამ დელიმხანოვს. ის კავშირზე არ გამოდის.
ვთხოვ უკრაინის დაზვერვას, წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ პოზიციაზე მიიტანეს დარტყმა, რომ შევძლო ჩემი ძვირფასი ძმის პოვნა.
ვპირდები გულუხვ ჯილდოს და ვითხოვ თანამშრომლობას," - წერს "ტელეგრამის" საკუთარ არხზე რამზან კადიროვი.