"ახალციხელობა 2026" წელს მასშტაბურად აღინიშნება. წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.
მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაგრძელდება ქალაქის დღესასწაული "ახალციხის ციხეზე", სადაც მოეწყობა სხვადასხვა სანახაობები.
წარმოდგენილი იქნება ქართული გალობის კუთხე, ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც წელს პირველად იმართება და სამომავლოდ ტრადიციად იქცევა. დღესასწაული ციხის მთავარ მოედანზე გრანდიოზული წარმოდგენით დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან საპატიო ახალციხელები.