04 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, პრაქტიკული სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, პრაქტიკული სწავლება გაიარეს. დიდი ლილოს ტერიტორია რამდენიმე წუთით იმიტირებული სამაშველო ოპერაციების ჩატარების ეპიცენტრი გახდა.

შემდეგი ლოკაცია ტყის მასივი იყო. მძიმე ტექნიკით და შესაბამისი აღჭურვილობით, მეხანძრე მაშველებმა ტყეში გაჩენილი ხანძარი რამდენიმე წუთში ჩააქრეს, სალიკვიდაციო სამუშაოებში, ავიაციაც ჩაერთო.

იმიტირებული სამაშველო ღონისძიებები რეალობასთან მიახლოებული იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ოპერაციებიც ჩაატარეს. მეხანძრე მაშველებთან ერთად წვრთნებში, სხვადსხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსული მათი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. 

მასშტაბური საჩვენებელი სწავლების ჩატარების ინიციატივა ევროკავშირს ეკუთვნის. მიზანი კი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციაა. მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს კოორდინირებული მოქმედება და სწრაფი რეაგირება - საერთაშორისო პროექტის მთავარი პრიორიტეტია. იმიტირებულ სამაშველო ოპერაციებს უცხოელი დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საერთაშორისო წვრთნები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციას კიდევ უფრო აამაღლებს. პრაქტიკული სწავლების გარდა, მეხანძრე- მაშველებმა თეორიული გამოცდილებაც მიიღეს.

საერთაშორისო სწავლება 12 ივნისს დაიწყო და ხვალ დასრულდება. მეხანძრე - მაშველებმა თავდაპირველად საშტაბო, შემდეგ კი საველე კურსი გაიარეს.

 

 

 

 

დღის ამბები